ძაგნიძე პირველ ტურში დამარცხდა

თეირანში (ირანი) მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეოთხედფინალური წყვილების პირველი ტურის პარტიები ჩატარდა.
რაღა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრებისათვის გამორჩეულ ინტერესს ნანა ძაგნიძე- ჰარიკა დრონოვალს შეხვედრა იწვევს. სამწუხაროდ, ძაგნიძე დამარცხდა და პირველი ტურის შემდეგ მდევრის როლში აღმოჩნდა. ახლა ნანას უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს და მეორე ტურში, რომელიც დღეს ჩატარდება, აუცილებლად უნდა მოიგოს, რადგან ყაიმის შემთხვევაშიც კი ჩემპიონობისათვის ბრძოლას გამოეთიშება.

მსგავსი სიახლეები