უსეინ ბოლტი: “მსურს რუნის გავუტოლდე”

ოლიმპიური თამაშების შვიდგზის ჩემპიონი, იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი ადრეული ასაკიდან “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი რომაა, საქვეყნოდ ცნობილი ამბავია. პოპულარულ საფეხბურთო გამოცემა FourFourTwo-თვის მიცემულ ინტერვიუში ბოლტმა განაცხადა, სამძლეოსნო კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთოს დავიწყებ, ცხადია, “მანჩესტერში” ვითამაშებ და მსურს, უეინ რუნის გავუტოლდეო.

“ყოველთვის ვფიქრობდი ფეხბურთელობაზე. მეგობრებთან ხშირად ვთამაშობ და არცთუ ცუდად. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პლანეტის საუკეთესო მოთამაშე გავხდები, მაგრამ “იუნაიტედის” კაპიტან უეინ რუნის მსურს გავუთანაბრდე. ვნახოთ, რა გამომივა”, - ამბობს ბოლტი.

შეხსენებისთვის, უსეინ ბოლტს 2008 წელს პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში მოპოვებული ჩემპიონობა ჩამოართვეს, რადგან ერთ-ერთ იამაიკელ სპრინტერს მოგვიანებით სისხლში აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოუჩინეს.

მსგავსი სიახლეები