ბაციაშვილი და ხურციძე მე-2 რაუნდში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

თეირანში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის პირველი წრიდან ძირითად დროში მეორე წრის საგზური მოიპოვა ორმა ნინომ: ხურციძემ და ბაციაშვილმა.

ბაცილაშვილმა ანგარიშით 2:0 გვეტაძე დაამარცხა, ხოლო ხურციძემ 1.5:0.5 სძლია ევროპის ექსჩემპიონ ნატალია ჟუკოვას (უკრაინა). შემდეგ ქართველი მოჭადრაკეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და მათ შორის გამარჯვებული 1/8 ფინალის საგზურს მოიპოვებს.

დღევანდელ ტაიმბრეიქებში, 1/16 ფინალის საგზურებისათვის იბრძოლებენ: ძაგნიძე – ხალედთან, გურამიშვილი – ხადემალშარიეჰთან, მელია – ატალიკთან და ხოტენაშვილი – ზიმინასთან. ერთადერთი ქართველი მოჭადრაკე, რომელიც შეჯიბრს პირველივე რაუნდში გამოეთიშა, ლელა ჯავახიშვილია. ის ვიეტნამელ პამ ნგუიენს ვერ გაუმკლავდა.

ტაიმ-ბრეიქები შემდეგ ეტაპებად გაიმართება: 2 – 25-წუთიანი პარტია 10 წამის დამატებით; ფრედ დასრულებისშემთხვევაში, 2 ათწუთიანი პარტია 10 წამის დამატებით; თუ კვლავ ფრე დაფიქსირდა მაშინ 2 ხუთწუთიანი პარტია 3 წამის დამატებით; კიდევ ფრეს შემთხვევაში, არმაგედონი (5 წუთი თეთრებს, შავებს – 4 წუთი, ყაიმის შემთხვევაში იმარჯვებენ შავები).

დამატებითი პარტიები თბილისის დროით 15:30 წუთზე აიღებს სტარტს.

მსგავსი სიახლეები