დაუნდობელი პაკიაო

ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიაომ ქვეყნის სენატში მხარი დაუჭირა ძალიან საკამათო კანონპროექტს. მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, რომელიც დიდი ხანია თავის სამშობლოში პოლიტიკას მისდევს, ნარკოტიკებით მოვაჭრეთა სიკვდილის დასჯის მომხრეა.

"ნარკომოვაჭრეები იმსახურებენ სიკვდილით დასჯას. მათ მიმართ ხისტი პოზიცია უნდა დავიკავოთ. პირადად მე შემიძლია მათ შევუნდო, მაგრამ ნარკოტიკებით ვაჭრობა საშინელი დანაშაულია, რომელსაც ჩადიან არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ, მთელი ერის წინააღმდეგ. თვალს ვერ დავხუჭავთ ფილიპინებში ნარკოტიკების ბრუნვის მასშტაბზე, რომელიც ძალიან დიდია", - განაცხადა პაკიაომ.

"პაკმენი" სიკვდილის დასჯის სამი კანონპროექტის ინიციატორია: ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, ადამიანების გატაცებაზე და დამამძიმებელ გარემოებებში გაუპატიურებაზე. გარდა ამისა, ფილიპინელი მოკრივის აზრით, სიკვდილის დასჯა ჩამოხრჩობით უნდა ხდებოდეს.

მსგავსი სიახლეები