ნჰლ-ის კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა.
პირველი ვარსკვლავის სტატუსი ერგო "კაროლინას" ფორვარდ სებასტიან აჰოს. 19 წლის ფინელი გასული კვირის ბომბარდირი გახდა 4 გატანილი გოლით.
ამ 4 შაიბიდან 3 ერთ მატჩზე მოდის - აჰომ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი "ფილადელფიასთან" შეასრულა. სულ ფორვარდის ანგარიშზე 5 ქულა (4+1) იყო.
კვირის მეორე ვარსკვლავიც ფინელია. "მინესოტას" ფორვარდმა მიკაელ გრანლუნდმა გასული კვირა 6 ქულით (3+3) დაასრულა. მას ეს მონაგარი სამ მატჩში დაუგროვდა. გრანლუნდმაც ასევე პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, როცა "ვანკუვერს" გაუტანა სამი გოლი. 24 წლის ფინელი 48 ქულით "მინესოტას" ლიდერია, გარდა ამისა, ზედიზედ 12 თამაშია, მინიმუმ ერთ ქულას იღებს.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო "ლოს ანჯელესის" მეკარეს - პეტერ ბუდაის. 34 წლის სლოვაკმა ოთხიდან სამი მატჩი მოიგო, საშუალოდ 1,62 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 93% მოიგერია. ბუდაიმ 22 დარტყმა უკუაგდო "კოლორადოსთან" (5:0) მატჩში, 17 დარტყმა "ფილადელფიას" (1:0) წინააღმდეგ და ზედიზედ ორი შათ-აუტი შეასრულა.
Slava Gasparov
Slava

მსგავსი სიახლეები