სომ კარლსენს აჯობა

აშშ-ის სახელით მოთამაშე უესლი სომ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ამერიკელმა დიდოსტატმა პირველობა არავის დაუთმო ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ ან ზეეში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე.

უესლიმ 13 ტურში 9 ქულა მოაგროვა და ქულით აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს – ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს, რომელიც, რა გასაკვირია და, უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა.

სომ ჩემპიონობა დასკვნით ტურში იზეიმა, როდესაც დაამარცხა რუსეთის ნაკრების წევრი იან ნეპომნიაშჩი. საბოლოო მდგომარეობა:

1. სო (აშშ) – 9 ქულა

2. კარლსენი (ნორვეგია) – 8 ქულა

3-5. ადჰიბანი (ინდოეთი), არონიანი (სომხეთი), ვეი (ჩინეთი) – 7,5 ქულა;

6-7. კარიაკინი (რუსეთი), ელიანოვი (უკრაინა) – 7 ქულა;

8. გირი (ჰოლანდია) – 6,5 ქულა;

9-11. ჰარიკრიშნა (ინდოეთი), ანდრეიკინი (რუსეთი), ვოიტაშეკი (პოლონეთი) – 6 ქულა;

12. ნეპომნიაშჩი (რუსეთი) – 5 ქულა;

13. რაპორტი (უნგრეთი) – 4,5 ქულა;

14. ვან ველი (ჰოლანდია) – 3,5 ქულა;

შეგახსენებთ, რომ ვეიკ ან ზეეშივე რანგით მე-2 ტურნირზე თამაშობდა ქართველი მოჭადრაკე სოფიკო გურამიშვილი. მას 14 მონაწილეს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი (2370) ჰქონდა და მოლოდინისამებრ, ძალიან გაუჭირდა. გურამიშვილმა 13 ტურში მხოლოდ 3 ყაიმი გაახერხა და 1.5 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები