ფუტსალი შვეიცარიასაც უნდა მოვუგოთ!

დღეს, 27 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის გადამწყვეტ, მესამე შეხვედრას ჩაატარებს. ავთანდილ ასათიანის შეგირდების მეტოქე შვეიცარიის ნაკრები იქნება და სწორედ ამ მატჩში გაირკვევა ჯგუფიდან გამსვლელი გუნდის ვინაობა - მატჩი თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, შვეიცარიამ, საქართველოს ნაკრების მსგავსად, წინა ორ მატჩში გაიმარჯვა, თუმცა ჯგუფიდან გასასვლელად ჩვენთან დაპირისპირებაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, ქართველებს კი ბურთების უკეთესი მაჩვენებლის გამო ფრეც ჰყოფნით. მიუხედავად ამისა, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მოთამაშეები პირობას დებენ, რომ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავლენ და გულშემატკივარს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ასე რომ, დღეს უნდა მოვიგოთ!

მსგავსი სიახლეები