მეივეზერი: "მაკგრეგორს 15 მილიონი შევთავაზე"

ხუთ საკრივო წონაში მსოფლიო ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორს მასთან ბრძოლისთვის 15 მილიონ დოლარს სთავაზობდა.

ფლოიდი, მეტსახელად Money (ფული) 2015 წელს კრივიდან დაუმარცხებელი წავიდა, თუმცა ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონორი ერთადერთი მიზეზი იყო, რომლის გამოც, შესაძლოა, დაბრუნებულიყო.

"მე ბიზნესმენი ვარ და ჩემთვის ამას ბიზნესმნიშვნელობა აქვს. მაკგრეგორთან შეხვედრა გვსურდა. მათ იციან ჩემდ მიერ დასახელებული რიცხვი. გარანტირებული 100 მილიონი დოლარი მჭირდება. კონორს კი 15-ს ვაძლევდით", - ციტირებს ფლოიდის სიტყვებს BBC.com

თავის მხრივ, მაკგრეგორმა განაცხადა, რომ იგი ბრძოლას მხოლოდ 100 მილიონზე დათანხმდება.

მსგავსი სიახლეები