რუმინეთი იაპონიას ესტუმრება

თამაში 10 ივნისს შედგება, თუმცა მისი გამართვის ადგილი ჯერჯერობით არაა ცნობილი.

„საშემოდგომო კამპანიის წარმატებით ჩამთავრებისა და სამი მატჩის მოგების (რუმინელებმა აშშ-ს 23:10 მოუგეს, კანადას - 21:16, ხოლო ურუგვაის - 36:10) შემდეგ, World Rugby-მ იაპონიასთან სტუმრად თამაშის შესაძლებლობა შემოგვთავაზა. ტესტი ასეთ მეტოქესთან არის 2019 წლის მსოფლიო თასამდე საკუთარი ძალების შემოწმების შესანიშნავი შანსი. ორივე გუნდმა კარგი პროგრესი განიცადა და საინტერესო მატჩი გამოვა“, - თქვა რუმინეთის რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელმა ხარალამბი დუმიტრაშმა.

 

რაც შეეხება იაპონელებს, „მამაცი ყვავილები“ 2017 წლის ზაფხულში ირლანდიის ნაკრებსაც უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები