გეგეშიძე ნაკრების წევრებს შევხდა

 საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ბორჯომში შეკრებაზე მყოფ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს ეწვია. გეგეშიძე სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან შეხვედრისას არსებულ პრობლემებს გაეცნო და შემდგომი სამოქმედო გეგმის შესახებაც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბორჯომის ბაზაზე გახლავთ დაბინავებული და მსოფლიო თასისთვის ემზადება. შეკრება 1 თებერვალს დაიწყო და 13 თებერვლამდე გასტანს.

მსგავსი სიახლეები