23-წლამდელ მოჭიდავეთა ჩემპიონატზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 29-30 იანვარს “ახალ თბილისში”, ფრენბურთის არენაზე გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა შორის.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გამარჯვებულები ოზურგეთელი დავით ჩხარტიშვილი (59), ფალავნები აჭარიდან ედნარ შავაძე (66), რამაზ ზოიძე (71), გელა ბოლქვაძე (80) და ლაშა გობაძე (85), თბილისელები ბაკურ გოგოლი (75) და კუკური კირცხალია (98), და ქუთაისელი ზვიად პატარიძე (130) გახდნენ.

59 კგ. 1. დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი) 2. ლერი აბულაძე (აჭარა) 3. გიზო მელაძე (აჭარა) და ირაკლი შავაძე (აჭარა)

66 კგ. 1. ედნარ შავაძე (აჭარა) 2. მურად მიქელაძე (აჭარა) 3. თორნიკე მელაძე (აჭარა) და ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)

71 კგ. 1. რამაზ ზოიძე (აჭარა) 2. გიორგი ფოცხვერაშვილი (გარდაბანი) 3. გიორგი ტოტიკაშვილი (გარდაბანი) და ბექა მამუკაშვილი (მარტყოფი)

75 კგ. 1. ბაკურ გოგოლი (თბილისი) 2. დემურ ქავთარაძე (ნორიო) 3. მურთაზ ჩაბრავა (სენაკი) და მინდია ბოლქვაძე (აჭარა)

80 კგ. 1. გელა ბოლქვაძე (აჭარა) 2. თემურ ჭკუასელიძე (ბორჯომი) 3. ვარლამ კვარაცხელია (ხობი) და რამაზ კვეტენაძე (ქუთაისი)

85 კგ. 1. ლაშა გობაძე (აჭარა) 2. იონა ფირცხალავა (წყალტუბო) 3. კონსტანტინე ბარბაქაძე (გარდაბანი) და გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)

98 კგ. 1. კუკური კირცხალია (თბილისი) 2. გიორგი მელია (სამტრედია) 3. სულხან ბუიძე (ქუთაისი) და ალექსი ლოდია (ოზურგეთი)

130 კგ. 1. ზვიად პატარიძე (ქუთაისი) 2. ბექა კანდელაკი (თბილისი) 3. ბექა მაკარიძე (თერჯოლა) და თენგიზ ძებნიაური (თბილისი)

მსგავსი სიახლეები