ხინჩეგაშვილი პროფესიონალებშიც ბრწყინავს

ინდოეთის ლიგაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის “პანჯაპმა” 5:2 დაამარცხდა დავით ტლაშაძის “დელი”. ხინჩეგაშვილმა (57), ვინც მოქმედი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია, მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მან ინდოელ მოჭიდავე პანკაჯს 8:1 სძლია. არ უასპარეზია ტლაშაძეს, ვინც მოწინააღმდეგე კლუბის მიერ დაიბლოკა.

PRO WRESTLING LEAGUE-ში პირველი შეხვედრა ჩაატარა ტარიელ გაფრინდაშვილმა, რომელიც “დანგალში” ირიცხება. ქართველმა ლეგიონერმა აზერბაიჯანელების გამოცდილ და ტიტულოვან ფალავან ჯაბრაილ ჰასანოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში 1:3 წააგო.

მსგავსი სიახლეები