ქართველები ინდოეთში: სამივე ლეგიონერმა გაიმარჯვა

თავისუფალ ჭიდაობაში ინდოეთის საკლუბო ლიგაში ელიზბარ ოდიკაძის კაპიტნობით „ჯაიპურმა“ ლადო ხინჩეგაშვილის „პანჯაპი“ 5:2 დაამარცხა, ხოლო შეხვედრის მონაწილე ყველა ქართველმა ლეგიონერმა გამარჯვების მოპოვება შეძლო. იაკობ მაქარაშვილმა (74) „ჯაიპურის“ შემადგენლობაში ინდოელი ჯიტენდრა 12:4 დაამარცხა, ოდიკაძემ (97) ზედმეტი პრობლემების გარეშე 12:0 სძლია ინდოელ კრიშან კუმარს, „პანჯაპის“ შემადგენლობაში კი პირად შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, რომელმაც ინდოელი უტკარშა კალი 8:5 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები