ბასილაშვილი 50-ეულს მიუახლოვდა

აშშ-ის ქალაქ მემფისის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში გასვლის შედეგად 24 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციაში ერთბაშად 14 საფეხურით დააწინაურა და დღეს დილით გამოქვეყნებულ რეიტინგში 828 ქულით 53-ე ადგილამდე ავიდა.

რეიტინგში ქართველ ჩოგბურთელთაგან ბასილაშვილზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ალექსანდრე მეტრეველსა და ირაკლი ლაბაძეს ჰქონდათ. მეტრეველი 1974 წლის ივლისში მოწინავეთა ათეულში მე-9 ადგილზე დამკვიდრდა, ლაბაძე კი 2004 წლის ივლისში 42-ე პოზიციაზე იყო.

მემფისის შემდეგ ნიკა ფლორიდის შტატის დელრეი ბიჩის ტურნირში ჩაებმება და მისი სასტარტო ოპონენტი ვეტერანი გერმანელი ტომი ჰაასი იქნება.

მოწინავე ათეულებს რაც შეეხება, ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ ბელგიელმა დავიდ გოფენმა როტერდამის ფინალში განცდილი მარცხის მიუხედავად, ერთი საფეხურით წინ წაიწია და მე-10 ადგილზე დამკვიდრდა.

ATP

1 (1). ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი) – 11540

2 (2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 9825

3 (3). სტენ ვავრინკა (შვეიცარია) – 5695

4 (4). მილოშ რაონიჩი (კანადა) – 4730

5 (5). კეი ნიშიკორი (იაპონია) – 4625

6 (6). რაფა ნადალი (ესპანეთი) – 4115

7 (7). მარინ ჩილიჩი (ხორვატია) – 3410

8 (8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3375

9 (9). როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 3260

10 (10). დავიდ გოფენი (ბელგია) – 3245

როგორც ზემოთ ითქვა, ბასილაშვილმა წინა რეიტინგთან შედარებით 14 საფეხურით წინ წაიწია და სადღეისოდ 53-ე ადგილზეა. ალექსანდრე მეტრეველი 505-ეა, გიორგი ცივაძე კი 828-ე პოზიციაზეა.

WTA

1 (1). სერენა უილიამსი (აშშ) – 7780

2 (2). ანჯელიკ კერბერი (გერმანია) – 7115

3 (3). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) – 5640

4 (4). სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) – 5172

5 (5). დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი) – 5150

6 (6). აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) – 4915

7 (7). გარბინიე მუგურუსა (ესპანეთი) – 4720

8 (8). სვეტლანა კუზნეცოვა (რუსეთი) – 3915

9 (9). მედისონ კიზი (აშშ) – 3897

10 (10). იოჰანა კონტა (დიდი ბრიტანეთი) – 3705

ქართველთაგან სოფო შაფათავა 235-ე ადგილზეა, ეკატერინე გორგოძე- 324-ე, მარიამ ბოლქვაძეს 515-ე პოზიცია უკავია, სოფო ქვაცაბაია - 526-ე.

მსგავსი სიახლეები