ბასილაშვილმა კარლოვიჩის ბარიერი გადალახა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის ღია ჩემპიონატის მერვედფინალში, ტურნირის პირველ ნომრად განთესილი და მსოფლიოში უძლიერესი დარტყმებით ცნობილი ივო კარლოვიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილმა ხორვატ ჩოგბურთელს პირველად მოუგო. 2015 წელს კარლოვიჩმა მეტოქე დოჰასა და კუალა ლუმპურში დაამარცხა, ამჯერად კი ვერაფერს გახდა და ტურნირს ლიდერი პირველივე მატჩის შემდეგ გამოაკლდა. ერთი დღის წინ ბასილაშვილმა ჯორდან ტომპსონი მეორე ცდაზე 6:3, 6:0 დაამარცხა.

მორიგი მეტოქე - მსოფლიოს 490-ე ჩოგანი, ავსტრალიელი მეტიუ ებდენი. თამაში ღამის 2:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები