ალექსანდრ ზვერევილ ჩოგბურთი;


ალექსანდრ ზვერევი: “წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში მსურს”

 19 წლის გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა მონპელიეს ტურნირი როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა შორის მოიგო. ალექსანდრს ერთეულებში უკვე ორი შეჯიბრების მთავარი პრიზი მოუპოვებია, მსოფლიოს კლასიფიკაციაში კი სადღეისოდ მე-18 ადგილზეა. ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდს მან თავისი საამსეზონო მიზანი გაანდო:

“ძნელი დასაჯერებელია, რეიტინგში მე-18 რომ ვარ. ამასთან, ძალიან მიხარია, ამას ადრეულ ასაკში რომ მივაღწიე. წლეულს რომელიმე სადიდსლემო ტურნირის მოგება გამიჭირდება, სამომავლოდ კი ამის გაკეთებას აუცილებლად შევეცდები. მიმდინარე სეზონის ნატვრას რაც შეეხება, ძალიან მსურს, ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში”.

მსგავსი სიახლეები