ტონი რაფას მწვრთნელი აღარ იქნება

 რაფაელ ნადალის ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი უკანასკნელია, როდესაც ის დიდი სლემის სერიის ტურნირების 14-გზის ჩემპიონს წვრთნის და სხვადასხვა შეჯიბრებაზე დაჰყვება. მომავალი სეზონიდან ტონი ახალგაზრდა ჩოგბურთელების დამრიგებლობასა და რაფას აკადემიაში მუშაობაზე გადაერთვება. რაფა ნადალის დამრიგებელი კი კარლოს მოია გახდება.

ტონი ნადალის ძმა მიგელ ანხელი 1991-99 წლებში საფეხბურთო “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, რაფა კი, მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალის” გულშემატკივარია.

მსგავსი სიახლეები