ჩოგბურთი;


საქართველო ავსტრიასთან დამარცხდა

ტალინში მიმდინარე, ჩოგბურთელ ქალთა ფედერაციის თასის ევროაფრიკული ზონის პირველ ტურში მოასპარეზე საქართველოს ნაკრები ავსტრიას შეხვდა და 1:2 დამარცხდა.

ეს შეხვედრა ქართველი ჩოგბურთელებისთვის კარგად დაიწყო, რადგან ეკატერინე გორგოძემ იულია გრაბჰერი 7:5, 6:3 დაამარცხა და ჩვენი ნაკრები 1:0 დააწინაურა. მომდევნო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ბარბარა ჰაასთან 4:6, 1:6 დამარცხდა და ჯამური ანგარიში გათანაბრდა.

გადამწყვეტი წყვილთა დაპირისპირება გამოდგა, სადაც ოქსანა კალაშნიკოვასა და შაფათავას წყვილი გრაბჰერისა და ჰაასის ტანდემს ვერ გაუმკლავდა და 3:6, 5:7 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა 1:2 წააგო.

დღეს ჩვენი გუნდი პოლონეთს დაუპირისპიდება, რომელმაც ავსტრიას 2:1 მოუგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს დღეს მოგება ჰაერივით სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე მოხვედრისათვის ბრძოლას მხოლოდ გამარჯვებული გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები