200 მილიონი კრის პოლს

31 წლის გამთამაშებელ კრის პოლს “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და ხელშეკრულების თანახმად 24 მილიონ 260 ათას დოლარს მიიღებს. Basketball Insiders-ის ცნობით კი, კალიფორნიურმა კლუბმა და პოლმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და მოქმედი ხელშეკრულება გაუქმდება. სამაგიეროდ, დაიდება ახალი კონტრაქტი, რომლის ფინანსური ღირებულებაც 200 მილიონ დოლარს გაუტოლდება.

ზემოთ ნახსენები გამოცემის მტკიცებით, “კლიპერსი” და პოლი ახალ რამდენიმეწლიან შეთანხმებას ოფიციალურად უახლოეს დღეებში მოაწერენ ხელს.

2005-11 წლებში კრის პოლი “ნიუ ორლეანში” გამოდიოდა, 2011-ში კი კალიფორნიაში გადაბარგდა. კრისმა 2008-16 წლებში ზედიზედ ცხრაჯერ ითამაშა ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში, 2013-ში კი შეხვედრის MVP გახდა.

მსგავსი სიახლეები