დვალიშვილი რუსეთის თასის მფლობელია

აკაკი დვალიშვილის “ნოვოსიბირსკმა” რუსეთის თასის მოგება მოახერხა და მართალია, ქართველ კალათბურთელს გადამწყვეტ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, საჩემპიონო მედალი მასაც გადაეცა.

ტურნირის “ოთხთა ფინალი” ეკატერინბურგში ჩატარდა და ნახევარფინალში ნოვოსიბირსკელებმა პერმის “პარმა” 86:70 დაამარცხეს, ფინალი კი გაცილებით დაძაბული გამოდგა და დვალიშვილის კლუბმა 2 ქულის სხვაობით – 69:67 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ “ნოვოსიბირსკმა” რუსეთის თასი მეორედ მოიგო (პირველად, 2015 წელს) და ტიტულებით “კრასნი კრილიას” გაუტოლდა, ამ გუნდებზე მეტად კი ტურნირზე მხოლოდ მოსკოვის ცსკა-ს (4) და ყაზანის “უნიკსს” (3) უმარჯვიათ.

მსგავსი სიახლეები