დათანხმდება დურანტი ნაკლებ ხელფასს?

ზაფხულში კევინ დურანტს ფინანსური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მას ახალი „გოლდენ სტეტიტ უორიორზთან“ მაქსიმალური კონტრაქტის გაფორმება შეეძლება, რომელიც დაახლოებით 36 მილიონი დოლარიდან დაიწყება.

თუ ამას გააკეთებს და მაქსიმალურ კონტრაქტს სტეფ კარიც მიიღებს, "გოლდენ სტეიტი" სახელფასო ჭერის გამო ამდენის გადახდას ვეღარ შეძლებს, რადგან სხვა კალათბურთელებისთვისაც აქვთ ხელფასი გადასახდელი.

დურანტს მეორე ვარიანტიც აქვს: სასტარტო ხელფასად 31.8 მილიონს დათანხმდეს, ანუ მიმდინარე სეზონის ხელფასის 20%-იან ზრდას, მაგრამ შესაძლო გასამრჯელოზე 4 მილიონი დოლარით ნაკლებს დასჯერდეს.

ამ შეკითხვას კევინმა ასე უპასუხა: "ყველაფერს მაშინ მოვაგვარებთ, როცა ამის დრო მოვა". პარასკევს დრეიმონდ გრინმა განაცხადა, რომ ყოველთვის მზადაა, ნაკლებ ხელფასს დათანმხდეს, რათა გუნდში კარგი სიტუაცია შენარჩუნდეს. თუმცა მისივე თქმით, იგი სხვას ვერ მოუწოდებს იგივეს გაკეთებისკენ.

"არ მგონია, იმის საჭიროება იყოს, რომ ლივინგსტონთან და იგუდალასთან მივდიოდე და ვეუბნებოდე: "იო, მიდი, ნაკლები თანხა აიღე, ფული ყველაფერს არ ნიშნავს". არ შეიძლება, ვიღაცას უთხრა, თუ რამდენი უნდა მიიღოს და თუ რა არის მისი ჯიბისთვის მნიშვნელოვანი. არავის ჯიბეში არ ვიქექები. ყველაფერს გავაკეთებთ თანაგუნდელების შესანარჩუნებლად, მაგრამ არავის ვეტყვი, რომ დასარჩენად ნაკლებ თანხას დასჯერდეს", - განაცხადა დრეიმონდ გრინმა.

მსგავსი სიახლეები