ნბა;


კარტერმა აივერსონს გადაასწრო

“მემფის გრიზლის” კალათბურთელმა ვინს კარტერმა ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის 23-ე ადგილზე გადავიდა. ვინს კარტერს სულ კარიერაში 24 371 ქულა დაუგროვდა. ხოლო ალან აივერსონი 24 368 ქულით 24-ე ადგილზე იმყოფება.

კარტერის მორიგ სამიზნეს რეი ალენის 24 505 ქულა წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ნბა-ს ყველაზე მეტი - 38 387 ქულა ქარიმ აბდულ-ჯაბარს აქვს ჩაგდებული.

მსგავსი სიახლეები