კლეი ტომპსონი: “საოლსტარო განაწილება სამართლიანია”

“გოლდენ სტეიტ უორიორზის” ერთ-ერთი ლიდერი კლეი ტომპსონი სან ანტონიოელი ლამარკუს ოლდრიჯის პოზიციას გამოეხმაურა და ტეხასელის თვალსაზრისი კატეგორიულად არ გაიზიარა. ცოტა ხნის წინ, ოლდრიჯმა განაცხადა, თუკი ოკლენდელებს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში 4 კალათბურთელი ეყოლებათ, ჩვენ ერთზე მეტს ვიმსახურებთო.

“ლამარკუსის განცხადება უსაფუძვლოა. “გოლდენ სტეიტი” “სან ანტონიოზე” უკეთ თამაშობს და საოლსტარო განაწილებაც სამართლიანია”, - განუცხადა The Mercury News-ს ტომპსონმა.

19 თებერვალს ნიუ ორლეანში ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში “გოლდენ სტეიტიდან” სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი და დრეიმონდ გრინი ითამაშებენ, “სან ანტონიოდან” კი მხოლოდ კავაი ლეონარდი.

მსგავსი სიახლეები