ჯეიმსი: "ამ თვეში ბიჭები ბრწყინვალედ თამაშობენ"

დღეს გამთენიისას "კლივლენდ კავალიერსმა" "ინდიანა" პეისერსს" ანგარიშით 113:104. ლებრონმა 31 მიითვალა, ირვინგმა 26, ხოლო კორვერმა 22. კორვერი ამავდროულად გახდა მე-7 კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, რომელსაც კარიერაში, სულ მცირე, 2000 სამქულიანი აქვს ჩაგდებული.

"ზუსტად ასე მინდოდა, რომ თებერვალში გვეთამაშა. ამ თვეში ბიჭები ბრწყინვალედ გამოიყურებიან. ახლა კარგი რიტმი გვაქვს დაჭერილი და ცუდია, რომ შესვენება გვიწევს. თუმცა, მეორე მხრივ, შესვენებამ შესაძლოა ყველასთვის კარგი როლი ითამაშოს" - აღნიშნა მატჩის შემდგომ ჯეიმსმა.

39 მოგებითა და 16 მარცხით "კლივლენდი" აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები