კევინ ლავი “ოლ სტარზე” სათუოა

“კლივლენდ კავალიერზის” მძიმე ფორვარდმა კევინ ლავმა გასულ მატჩში “დენვერ ნაგითსთან” დაპირისპირებისას მარცხენა მუხლის ტკივილი იგრძნო, თუმცა, შეხვედრა დაასრულა. მოგვიანებით კევინს ტომოგრაფიული გამოკვლევა ჩაუტარდა და სამკურნალო კურსის გავლა მოუწევს. ლავი “მინესოტასთან” სამშაბათს ოჰაიოელთა რიგებში დანამდვილებით არ იქნება.

კლივლენდელთა კლუბის ექიმები ზუსტად ვერც იმას ამბობებენ, ითამაშებს თუ არა ლავი “ინდიანა პეისერზთან” და რაც მთავარია, ნბა-ს მომავალ “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.

ნბა-ს 2017 წლის “ოლ სტარი” 19 თებერვალს ნიუ ორლეანში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები