სანტუ: “ხელების ჩამოშვება“ არ ღირს“

ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ხელების ნაადრევად ჩამოშვებას არ აპირებს. "პორტუს“ თავკაცმა ეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შინ ტურინის "იუვენტუსთან“ (0:2) მარცხის შემდეგ თქვა.

"ნაადრევად დანებება და ხელების ჩამოშვება არ ღირს. ამ დაპირისპირებაში გაგვიჭირდება, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერია შესაძლებელი. გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი. ტელესის გაძევების შემდეგაც გვამხნევებდნენ.

გაძევება? ჩემპიონთა ლიგაში მსაჯს სხვა გადაწყვეტილების მიღებაც შეეძლო. თუმცა, ეს ვითარება გუნდის ზრდას ხელს უწყობს. 10 კაცით თამაში ყოველთვის ძნელია. რთულ ვითარებაში ვართ, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

"იუვენტუსი“ მატჩის მსვლელობისას ბალანსის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ, ვფიქრობ, დამთხვევაა, რომ ორივე გოლი შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა გაიტანეს“, - თქვა "პორტუს“ თავკაცმა.

მსგავსი სიახლეები