ალეგრი: “მატჩს ვაკონტროლებდით“

მასიმილიანო ალეგრის თქმით, საწყისი 5 წუთის გარდა, მისი ფეხბურთელები "პორტუსთან“ მატჩის მსვლელობას სრულად აკონტროლებდნენ. ამის შესახებ ტურინის "იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში პორტუგალიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

“გუნდმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. წნეხის ქვეშ მხოლოდ 5 წუთი ვთამაშობდით, რის შემდეგაც მატჩის მსვლელობას სრულად ვაკონტროლებდით.

მოთმინებით ვმოქმედებდით, მეტოქის დაცვა "გავწელეთ“ და სახლში მნიშვნელოვანი გამარჯვებით ვბრუნდებით. შესაძლოა, ანგარიში 3:0 ყოფილიყო ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ ასეთი შედეგიც გვაკმაყოფილებს. სეზონის მსვლელობისას გუნდის სათამაშო ტაქტიკა შეცვალე, რადგან ახალი იდეები გვჭირდებოდა. ახალ ტაქტიკას უნდა მივეჩვიოთ და თავდაჯერება შევიძინოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს მეტი შეუძლია.

განვლილ მატჩში სიმწიფე ვაჩვენეთ.გუნდი საუცხოო ფორმაშია და "პორტუსთვის“ ჩვენთან თამაში რთული იყო“, - ამბობს ალეგრი.

"იუვენტუსი“ "პორტუსთან“ საპასუხო შეხვედრას ტურინში 14 მარტს გამართავს.

მსგავსი სიახლეები