დასჯილი ბონუჩი წასვლაზე დაფიქრდა

იტალიური მედიის ცნობით, ტურინის „იუვენტუსის“ ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩი კლუბის დატოვებას ფიქრობს.

მოგეხსენებათ, ბონუჩი მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ვარჯიშზე სიტყვიერად, უხეშად შეელაპარაკა, კლუბის ხელმძღვანელობამ კი ფეხბურთელი დასაჯა.

იტალიაშიც ბონუჩის გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზად, სწორედ ზემოხსენებულ დასჯას ასახელებენ, მიუხედავად იმისა, რომ „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე შემრიგებლური ტონით ისაუბრა.

ფაქტი ერთია, დღეს, პორტუგალიურ „პორტუსთან“ გასამართ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს 29 წლის ლეონარდო ბონუჩი ტრიბუნაზე შეხვდება.

დავძენთ იმასაც, რომ მასიმილიანო ალეგრისთან რამდენიმე თვის წინ ურთიერთობა შვეიცარიელ სტეფან ლიხტშტაინერსა და არგენტინელ პაულო დიბალასაც დაეძაბათ.

ლეონარდო ბონუჩის გადასაბირებლად უკვე ყურადღებითაა ლონდონის „ჩელსი“ და მისი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეც, რომელიც ფეხბურთელს ძალიან კარგად იცნობს.

მსგავსი სიახლეები