დინამომ ლობჟანიძე მოკვეთა

 თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის „დინამომ“, კერძოდ კი მწვრთნელმა კახა კაჭარავამ მთავარი გუნდიდან ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე მოკვეთა. „დინამოს“ ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, საბა თურქულ შეკრებას ტოვებს და ვარჯიშს ახალგაზრდულ გუნდში, ვლადიმერ კაკაშვილის ხემძღვანელობით გააგრძელებს.

თუ რა გახდა ფეხბურთელის შეკრებიდან მოულოდნელი დაბრუნების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია - როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ამ თემაზე „დინამო“ სეზონისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთებს განცხადებას.

სავარაუდოდ, ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიზეზი კონტრაქტია, რადგან საბა ლობჟანიძეს „დინამოსთან“ ხელშეკრულება დამდეგ ზაფხულს ეწურება, ხოლო გუნდმა მას გახანგრძლივება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები