კონტე ზაფხულში მოაწერს

ლონდონის „ჩელსის“ იტალიელი მწვრთნელი ანტონიო კონტე ზაფხულში კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.

იტალიური მედიის ცნობით, კონტე „ჩელსისთან“ 2020 წლამდე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, მიმდინარე კონტრაქტი კი მას 2019 წელს ამოეწურება.

შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერლიგაში ანტონიო კონტე პირველი წელია, რაც მუშაობს და მისი გაწვრთნილი „ჩელსიც“ მსოფლიოს უძლიერეს საფეხბურთო ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს, ამასთანავე კონტეს „ჩელსი“ ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალშია გასული და სეზონის დუბლით ჩამთავრების დიდი შანსიც აქვს.

მსგავსი სიახლეები