რეალმა ოტამენდის დაუმიზნა

 ესპანური მედიი ცნობით, მადრიდის „რეალმა“ თვალი ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ არგენტინელ ცენტრალურ მცველ ნიკოლას ოტამენდის დაადგა - 29 წლის ფეხბურთელს მადრიდელები ზაფხულში, „სამეფო კლუბიდან“ მიმავალი პორტუგალიელის პეპეს შემცვლელად განიხილავენ.

გავრცელებული ცნობით, პეპეს „რეალიდან“ წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, მის მომავალს კი მედია ჩინეთს უკავშირებს.

რაც შეეხება ნიკოლას ოტამენდის, გეხსომებათ, 29 წლის მცველი „სიტიში“ 2015 წელს გადავიდა „ვალენსიადან“. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ინგლისური კლუბის მაისურით პრემიერლიგაში 20 შეხვედრა ჩაატარა, სადაც მეტოქის კარის აღება 2-ჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები