ბაკამ ჩინეთში წასვლა კვლავ იუარა

იტალიური „მილანის“ კოლუმბიელმა თავდამსხმელმა კარლოს ბაკამ, მორიგი ჩინური კლუბი უარით გაისტუმრა.

გაზეთ „ლა რეპუბლიკას“ ცნობით, 30 წლის ფეხბურთელს 2018 წელს, რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე სურს ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა, საამისოდ კი ჩინურ სუპერლიგაში გადასვლა რეგულალურად ნაკრებში გამოძახებას ხელს არ შეუწყობს.

შეგახსენებთ, იანვარში კოლუმბიელის გადაბირებას ორი ჩინური კლუბი, „გუანგჟუ ევერგრანდი“ და „ჰებეი ჩაინა“ ცდილობდა, ორივე გუნდი მის ტრანსფერში სოლიდურ თანახასაც იხდიდა, თუმცა ბაკამ „მილანის“ დატოვება არც მაშინ ისურვა.

მიმდინარე სეზონში კარლოს ბაკამ სერია A-ში 21 მატჩი ჩაატარა და 8 ბურთი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები