ინიესტა - 400

ანდრეს ინიესტამ "ბარსელონაში“ საიუბილეო მატჩი ჩაატარა.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურში "ბარსამ“ შინ "ლეგანესს“ 2:1 აჯობა და ინიესტა თამაშში ანდრე გომეშის ნაცვლად მე-80 წუთზე ჩაერთო. ეს მატჩი ინიესტასთვის მე-400 აღმოჩნდა ესპანეთის ჩემპიონატში.

32 წლისა ანდრეს ინიესტა კატალონიურ კლუბში 2002 წლიდან გამოდის და ლა ლიგაში ჩატარებულ 400 მატჩში 34 გოლი გაიტანა. მან „ბარსას“ მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 614 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 55-ჯერ აიღო.

მსგავსი სიახლეები