ენრიკე:“სიყვარული გვჭირდება და არა სტვენა“

ლუის ენრიკეს აზრით, "ბარსელონას“ დღეს სიყვარული სჭირდება და არა ტრიბუნებიდან სტვენა. ამის შესახებ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში „ლეგანესთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

“გულშემატკივრების წინაშე გუნდზე პასუხს მე ვაგებ. ვიცი, რომ ეს რთულია, მაგრამ მოთამაშეებს სიყვარული სჭირდებათ და არა სტვენა.

ვერ ვხვდები ანდრე გომეშს რატომ უსტვენდნენ. ვფიქრობ, რომ საკუთარი ფეხბურთელის შეურაცხყოფა უაზრობაა, მაგრამ თითოეულს აქვს უფლება, იმ ფორმით გამოხატოს უკმაყოფილობა, როგორც სურს.

როცა მხარს გვიჭერენ, უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ის, თუ როგორ ექცევიან ანდრეს, მაღიზიანებს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

მსგავსი სიახლეები