"ჯენოას“ მანდორლინი დაუნიშნეს

იტალიის სერია ა-ში მოასპარეზე "ჯენოას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. 25-ე ტურში გუნდმა "პესკარასთან“ სტუმრად 0:5 წააგო, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელებმა დამრიგებელი ივან იურიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გენუური გუნდი ზედიზედ მესამედ დამარცხდა და საერთოდაც, ბოლო 9 ტურია, მოგებას ვერ ახერხებს.

"ჯენოას“ ახალ თავკაცად ანდრეა მანდორლინი დანიშნეს, ვინც 2010-2015 წლებში "ვერონას“ ხელმძღვანელობდა.

25 ტურის თავზე გენუელებს იტალიის სერია ა-ს 20 გუნდს შორის მე-16 ადგილი უკავიათ.

მსგავსი სიახლეები