პერესი წასვლაზე დაფიქრდა

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში პოსტი დატოვოს.

ჯერჯერობით, პერესის კლუბიდან წასვლის მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდში უკვე ეძებენ ისეთ პიროვნებას, რომელიც ღირსეულად გააგრძელებს პერესის საქმიანობას და პირველ რიგში ისეთ პროექტს ჩაუდგება სათავეში, როგორიც „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქცია გახლავთ.

შეგახსენებთ, ფლორენტინო პერესი „რეალის“ პრეზიდენტი 2000 წელს გახდა, მან საპრეზიდენტო არჩევნებში იმ დროს ლორენსო სანსის ჰეგემონია დაამხო. მართალია, იგი 2006 წლის თებერვალში პოსტიდან გადადგა, მაგრამ კლუბში მალევე დაბრუნდა და არაერთი სენსაციური ტრანსფერიც გაჩარხა.

პერესის პრეზიდენტობისას მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა (2000/2001, 2002/2003, 2011/2012), 3-ჯერ ევროპის ჩემპიონთა ლიგა მოიგო (2001/02, 2013/14, 2015/16) და 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2014, 2016).

მსგავსი სიახლეები