ვიტესი ნახევარფინალში ვერ გავიდა

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილისვიტესიჰოლანდიის თასის გათამაშებას გამოეთიშა. არნემელებმა მეოთხედფინალური მატჩი წააგეს ამსტერდამისაიაქსთან” – 0:4.

 

მიმდინარე სეზონშივიტესმაორჯერ მოუგო ჰოლანდიურ გრანდს, ახლა კი ამის გაკეთება აღარ გამოუვიდა. ვინაიდან ჰოლანდიის თასზე ერთრაუნდიანი დაპირისპირების ფორმულა მოქმედებს, “აიაქსინახევარფინალში დამაჯერებლად გავიდა.

 

ვიტესისძირითადში იყო და კაპიტნის სამკლაური ეკეთა გურამ კაშიას. Mმან მინდორზე 90 წუთი გაატარა. 80- წუთზე შევიდა მოედანე ვაკო ყაზაიშვილი. მან იბარა შეცვალა. “აიაქსისრიგებში თავი გამოიჩინეს ჰოსენმა, შონემ და სიგტორსონმა (დუბლი).

 

გურამ კაშია: - რა თქმა უნდა, მტკივნეული მარცხია, მაგრამ ამ წარუმატებლობამ არ უნდა გაგვტეხოს. ახლა მტელი აქცენტი ჩემპიონატზე უნდა გადავიტანოთ. როგორც ჩანს, ”აიაქსთან” ერედივიზიონში მოგებულ შეხვედრას დიდი ენერგია შევალიეთ და ძალების აღდგენა ვერ შევძელით.

 

 

მსგავსი სიახლეები