ჰოჯსონმა საბრაზილიოდ 24 ფეხბურთელს უხმო


ჰოჯსონმა საბრაზილიოდ 24 ფეხბურთელს უხმო

 

 

ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა ბრაზილიასთან ამხანაგური მატჩისთვის 24 მოთამაშე გამოიძახა. მატჩი 6 თებერვალს ”უემბლიზე” გაიმართება.

 

გაფართოებულ სიაშია ”ევერტონის” ნახევარმცველი ლეონ ოსმანი, რომელსაც ნოემბერში შვედეთთან ჰქონდა სანაკრებო დებიუტი. ჰოჯსონმა ამჯერად არ უხმო ორ სხვა დებიუტანტს - უილფრიდ ზაჰას და რაჰიმ სტერლინგს.

 

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

 

მეკარეები: ჯეკ ბატლანდი (”ბირმინგემი”), ჯო ჰარტი (”მანჩესტერ სიტი”)

 

მცველები: ლეიტონ ბერნსი, ფილ იაგიელკა (ორვე ”ევერტონი”), გარი კეჰილი, ეშლი კოული (ორივე ”ჩელსი”), გლენ ჯონსონი (”ლივერპული”), ჯოლეონ ლესკოტი (”მანჩესტერ სიტი”), კრის სმოლინგი (”მანჩესტერ იუნაიტედი”), კაილ უოლკერი (”ტოტენჰემი”)

 

ნახევარმცველები: მაიკლ კერიკი, ტომ კლევერლი (ორივე ”მანჩესტერ იუნაიტედი”), სტივ ჯერარდი (”ლივერპული”), აარონ ლენონი (”ტოტენჰემი”), ფრენკ ლამპარდი (”ჩელსი”), ჯეიმს მილნერი (”მანჩესტერ სიტი”), ლეონ ოსმანი (”ევერტონი”), ალექს ოქსლიდ-ჩემბერლენი, თეო უოკლოტი, ჯეკ უილშირი (”არსენალი”)

 

თავდამსხმელები: ჯერმენ დეფო (”ტოტენჰემი”), დანიელ სტარიჯი (”ლივერპული”), უეინ რუნი, დენი უელბეკი (ორივე ”მანჩესტერ იუნაიტედი”)

 

 

მსგავსი სიახლეები